თინიკოს ბლოგი
ქ.რუსთავის 25-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი
Thursday, March 20, 2014
Wednesday, March 19, 2014
Tuesday, March 18, 2014
Monday, March 17, 2014
პროექტი- იუგოსლავია
1.პროექტის სახელწოდება:--იუგოსლავია- XX საუკუნის კონფლიქტები.
2.პროექტის მთავარი იდეა:სკოლაში ისტორიის სწავლების
ხარისხის გაუმჯობესება
3.პროექტის აქტუალობა: სკოლაში მოსწავლეები თვლიან,
რომ გარდა საქართველოს ისტორიისა, სხვა ქვეყნის ისტორიის შესწავლა მათთვის ნაკლებმნიშვნელოვანია და არასაინტერესო, ამიტომ
მას ზერელედ და ზედაპირულად სწავლობენ.
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეები გაეცნობიან მსოფლიოს
ერთი კონკრეტული ქვეყნის -იუგოსლავიის ისტორიას
XX საუკუნეში და იქ მიმდინარე პროცესებს.
5.მონაწილეთა ასაკი: VIII კლასი (13-14
წელი)
6. ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეძლება შეიქმნას:
მოსწავლეები გაიცნობენ და შეისწავლიან იუგოსლავიის
ისტორიას. შეიქმნება საინტერესო სასწავლო რესურსები- სლაიდ-შოუ, აუდიო- ვიდეო მასალები, საინფორმაციო გაზეთები.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო,
ინტერნეტ გვერდები,
ფორმატები თაბახები, საბიბლიოთეკო ლიტერატურა, ,პროექტორი. გეოგრაფიული რუკები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):1. დამატებითი
ინფორმაციის მოძიება ინტერნეტსა და ბიბლიოთეკაში.2. ინფორმაციის დახარისხება.3. სლაიდ-შოუების
შექმნა, ინტერნეტში შესაბამისი ფოტო და ვიდეომასალის
მოძიების შემდეგ.4.საინფორმაციო გაზეთების შექმნა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
კონფერენციის მოწყობა სპეციალური აუდიტორიისათვის (პარალელუტი კლასი, კათედრა).
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს
კონფლიქტების
მიზეზები, განვითარება და შედეგები. ინდივიდუალურად ან
კლასში ჯგუფური მუშაობისას ცხრილის საშუალებით აჯგუფებს სხვადასხვა ომის (კონფლიქტის)
დაწყების მიზეზებსა და საბაბს
გეოგრაფიასთან
კავშირი-( მოსწავლეები გამოიყენებენ გეოგრაფიაში
მიღებულ ცოდნას, ისარგებლებენ მსოფლიო პოლიტიკური და ფიზიკური რუკით
11.პროექტის ხელმძღვანმელი(მასწავლებელი- თინათინ წიქარიშვილი)
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
wiqarishvilit@gmail.com
13პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://tsiqa.blogspot.com/
კონფერენცია 25-ე სკოლაში
2014 წლის 17 მარტს 25-ე სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე საქართველოს დამპყრობლები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები საქართველოს ისტორიაში არსებული სხვადასხვა დამპყრობლების შესახებ.
თემების წარმოდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში.ამგვარად მოსწავლეებს გამოუმუშავდათ დისკუსიაზე მუშაობის უნარები.
Subscribe to:
Posts (Atom)