Monday, March 17, 2014

პროექტი- იუგოსლავია

1.პროექტის სახელწოდება:--იუგოსლავია- XX საუკუნის კონფლიქტები.
2.პროექტის მთავარი იდეა:სკოლაში ისტორიის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება
3.პროექტის აქტუალობა: სკოლაში მოსწავლეები თვლიან, რომ გარდა საქართველოს ისტორიისა, სხვა ქვეყნის ისტორიის  შესწავლა მათთვის  ნაკლებმნიშვნელოვანია და არასაინტერესო, ამიტომ მას ზერელედ და ზედაპირულად სწავლობენ.
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეები გაეცნობიან მსოფლიოს ერთი კონკრეტული ქვეყნის -იუგოსლავიის  ისტორიას  XX საუკუნეში  და იქ მიმდინარე პროცესებს.
5.მონაწილეთა ასაკი: VIII კლასი (13-14 წელი)
6. ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეძლება შეიქმნას: მოსწავლეები  გაიცნობენ და შეისწავლიან იუგოსლავიის ისტორიას. შეიქმნება  საინტერესო სასწავლო რესურსები- სლაიდ-შოუ, აუდიო- ვიდეო მასალები,  საინფორმაციო  გაზეთები.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ინტერნეტ გვერდები,
ფორმატები თაბახები, საბიბლიოთეკო  ლიტერატურა, ,პროექტორი. გეოგრაფიული რუკები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):1. დამატებითი ინფორმაციის მოძიება ინტერნეტსა და ბიბლიოთეკაში.2. ინფორმაციის დახარისხება.3. სლაიდ-შოუების შექმნა,  ინტერნეტში შესაბამისი ფოტო და ვიდეომასალის მოძიების შემდეგ.4.საინფორმაციო გაზეთების შექმნა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. კონფერენციის მოწყობა სპეციალური აუდიტორიისათვის (პარალელუტი კლასი, კათედრა).
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს  კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და  შედეგები. ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას ცხრილის საშუალებით აჯგუფებს სხვადასხვა ომის (კონფლიქტის) დაწყების მიზეზებსა და საბაბს
  გეოგრაფიასთან კავშირი-( მოსწავლეები გამოიყენებენ  გეოგრაფიაში მიღებულ ცოდნას, ისარგებლებენ მსოფლიო პოლიტიკური და ფიზიკური რუკით
11.პროექტის ხელმძღვანმელი(მასწავლებელი- თინათინ წიქარიშვილი)
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა  wiqarishvilit@gmail.com

13პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://tsiqa.blogspot.com/

კონფერენცია 25-ე სკოლაში

2014 წლის 17 მარტს 25-ე სკოლაში  ჩატარდა კონფერენცია თემაზე საქართველოს დამპყრობლები.  მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები საქართველოს ისტორიაში არსებული სხვადასხვა  დამპყრობლების შესახებ.
თემების წარმოდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში.ამგვარად მოსწავლეებს გამოუმუშავდათ დისკუსიაზე მუშაობის უნარები.

ვიქტორინა-კონკურსი ისტორიაში

25-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა ვიქტორინა- კონკურსი თემაზე  არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდები მსოფლიოში. გაკვეთილი ჩატარდა VIII კლასის პარალელურ კლასებში