1.პროექტის სახელწოდება:--იუგოსლავია- XX საუკუნის კონფლიქტები.
2.პროექტის მთავარი იდეა:სკოლაში ისტორიის სწავლების
ხარისხის გაუმჯობესება
3.პროექტის აქტუალობა: სკოლაში მოსწავლეები თვლიან,
რომ გარდა საქართველოს ისტორიისა, სხვა ქვეყნის ისტორიის შესწავლა მათთვის ნაკლებმნიშვნელოვანია და არასაინტერესო, ამიტომ
მას ზერელედ და ზედაპირულად სწავლობენ.
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეები გაეცნობიან მსოფლიოს
ერთი კონკრეტული ქვეყნის -იუგოსლავიის ისტორიას
XX საუკუნეში და იქ მიმდინარე პროცესებს.
5.მონაწილეთა ასაკი: VIII კლასი (13-14
წელი)
6. ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეძლება შეიქმნას:
მოსწავლეები გაიცნობენ და შეისწავლიან იუგოსლავიის
ისტორიას. შეიქმნება საინტერესო სასწავლო რესურსები- სლაიდ-შოუ, აუდიო- ვიდეო მასალები, საინფორმაციო გაზეთები.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო,
ინტერნეტ გვერდები,
ფორმატები თაბახები, საბიბლიოთეკო ლიტერატურა, ,პროექტორი. გეოგრაფიული რუკები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):1. დამატებითი
ინფორმაციის მოძიება ინტერნეტსა და ბიბლიოთეკაში.2. ინფორმაციის დახარისხება.3. სლაიდ-შოუების
შექმნა, ინტერნეტში შესაბამისი ფოტო და ვიდეომასალის
მოძიების შემდეგ.4.საინფორმაციო გაზეთების შექმნა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
კონფერენციის მოწყობა სპეციალური აუდიტორიისათვის (პარალელუტი კლასი, კათედრა).
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს
კონფლიქტების
მიზეზები, განვითარება და შედეგები. ინდივიდუალურად ან
კლასში ჯგუფური მუშაობისას ცხრილის საშუალებით აჯგუფებს სხვადასხვა ომის (კონფლიქტის)
დაწყების მიზეზებსა და საბაბს
გეოგრაფიასთან
კავშირი-( მოსწავლეები გამოიყენებენ გეოგრაფიაში
მიღებულ ცოდნას, ისარგებლებენ მსოფლიო პოლიტიკური და ფიზიკური რუკით
11.პროექტის ხელმძღვანმელი(მასწავლებელი- თინათინ წიქარიშვილი)
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
wiqarishvilit@gmail.com
13პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://tsiqa.blogspot.com/
No comments:
Post a Comment